2022 წლის 26 ნოემბერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონთა ლიგა (საკლუბო ჩემპიონატი) საქართველოში, გორში. ჩემპიონატში 3 ქართული კლუბი იღებდა მონაწილეობას: FIGHTER TBILISI, GOLDEN GORI და AREA, რომელთაგან ორმა კლუბმა საპრიზო ადგილები მოიპოვა (FIGHTER TBILISI - პირველი ადგილი და GOLDEN GORI - მესამე ადგილი) ხოლო ახალბედა ძიუდოისტებით დაკომპლექტებული AREA მეოთხე ადგილს დასჯერდა. წელს ჩატარებული ჩემპიონატი ცნობილი ქართველი ძიუდოისტის შოთა ჩოჩიშვილის სახელს ატარებს, რომელმაც 50 წლის წინ, 1972 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოქროს ჯილდო დაიმსახურა. აქედან დაიწყო ქართული ძიუდოს აღმასვლა და მას შემდეგ ქართველმა ძიუდოისტებმა არაერთი ჯილდო მოუტანეს ქვეყანას მსოფლიოს ყველაზე დიდ შეჯიბრებებზე. წლევანდელი ჩემპიონატის სპონსორი გახლდათ კომპანია AREA ENTERPRISES, რომელიც მუდმივად პარტნიორობს საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან და დიდი წვლილი შეაქვს საქართველოში ძიუდოს განვითარებში. გარდა ამისა კომპანიას ყავს თავისი ძიუდოს კლუბი AREA, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერი და პერსპექტიული ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული.