AREA ENTERPRISES -უძრავი ქონებისა და ინვესტიციების მართვის საერთო სივრცეა, რომელიც მომხმარებელს ინოვაციურ და ხარისხზე ორიენტირებულ სხვადასხვა სერვისებს და პროდუქტს სთავაზობს.
პოროექტის უპირატესობები
გამწვანება

პროექტში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ტერიტორიის გამწვანებას. სარეკრეაციო სივრცე მოიცავს  800 კვ.მ , სადაც 50 მდე განსხვავებული და განსაკუთრებული ჯიშის ხეები დაირგვება: კავკასიური ცაცხვი, იტალიური ფიჭვი,  ჰიმალაის კედარი; მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი.

პროექტის გამწვანების ნაწილს მოიცავს შენობის სახურავსაც, სადაც, 1700 კვ.მ-ზე ორი ტიპის საცურაო აუზი და მოსასვენებელი სივრცეები მოეწყობა.

კომფორტი და უსაფრთხოება

AREA ENTERPRISES-  გთავაზობთ ერთ სივრცეში მოქცეულ კომფორტს - ტერიტორიიდან გაუსვლელად მობინადრეებს საშუალება ექნებათ დაისვენონ და განიტვირთონ, როგორც ეზოში, ასევე ტერასაზე. პროექტში გათვალისწინებულია:

  • იზოლირებული დაცული ეზო 24 საათიანი დაცვის სისტემით;
  • უნიკალური ნარგავებით მოწყობილი მარადმწვანე ეზო;
  • 1600კვ.მ -ზე განთავსებული გამწვანებული ტერასა სახურავზე საცურაო აუზით;
  • ბიზნეს ლაუნჯი;
  • ლობი საქმიანი შეხვედრებისთვის;
  • კონსიერჟის სერვისი;
  • ღია და მიწისქვეშა ავტოსადგომები;
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ხედები დედაქალაქზე

საცხოვრებელი კომპლექსი  უსაფრთხოების განსაკუთრებული სერვისით გამოირჩევა. შენობა სრულიად შეესაბამება euro code- 8 სეისმოლოგიურ ნორმას. პროექტში გათვალისწინებულია ხანძარ საწინააღმდეგო სისტემაც. მორგებულია შშმ პირებზე და სრულიად შეესაბამება სახელმწიფო 41 დადგენილებას.

ხარისხი

პროექტი, უმაღლესი ხარისხის საფასადე თუ შემავსებელი სამშენებლო მასალებით შენდება. შენობის სიმდგრადესა და სიმყარეს, ხარისხიანი ქვაბულის მშენებლობა განაპირობებს. გამოყენებული იქნება ჰაიდელბერგ ცემენტი. აღსანიშნავია, თბოიზოლირებული თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებული, ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი. ჩვეულებრივ ბლოკთან შედარებით, ახასიათებს გაცილებით ნაკლები თბო გამტარობა. ამ მასალით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს  ოთახის ტემპერატურას, შესაბამისად, შენობის გასათბობად თუ გასაგრილებლად ნაკლები ენერგია იხარჯება.

  • კარ-ფანჯარა   ენერგო-ეფექტური მასალისგან დამზადებული სამმაგი მინაპაკეტის  კარფანჯარა (შეფერილობა ყავისფერი).
  • ფასადის მოპირკეთება-ტრავერტინის ფილა, ხანძარ წინააღმდეგობის მაღალი დონე, ოთახის სითბოსა და ხმის იზოლაციისადმი დამცველობით , მექანიკური სტრესისადმი წინააღმდეგობა.
  • სადარბაზოს მოპირკეთება-კერამო-გრანიტის ფილა, კედლების დამუშავება ფასადის წმენდადი საღებავით (კაპაროლი).
  • აივნები-ნაწრთობი მინა ლითონის ჩარჩოთი.
  • ლიფტები-სწრაფმავალი, ევროპული ბრენდის სამგზავრო ლიფტები.
სერვისები
პირადი მენეჯერი

კომპანიის გაყიდვების მენეჯერი, ყიდვის პროცესისას ასრულებს მყიდველის პირადი მენეჯერის ფუნქციას, რაც გულისხმობს დეტალურ კონსულტირებას, როგორც კონკრეტული ბინისა და შენობის შესახებ, იქნება ეს გამოყენებული სამშენებლო მასალების ხარისხი თუ ბენეფიტები, ასევე კლიენტს გვერდში უდგას შეძენის მთელი პროცესის განმავლობაში. პირადი მენეჯერის საშუალებით ადამიანს აქვს შესაძლებლობა შესახლებამდა მუდმივად იყოს ინფორმირებული მიმდინარე პროცესებითან დაკავშირებით.

იურიდიული მომსახურება

უძრავი ქონების შეძენას თან ახლავს მთელი რიგი იურიდიული საკითხები, რომლის მოგვარებაშიც თავიდან ბოლომდე ჩართულია კომპანიის იურიდიული დეპარტამენტი. პროცესი იწყება ხელშეკრულების გაფორმებით, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა პირობა, ხელშეკრულება შედგენილია პარიტეტული უფლებების გათვალისწინებით და გრძელდება ბინის საბოლოოდ მფლობელობაში გადაფორმებით. მთელი ამ პროცესის განმავლოობაში, იურიდიული დეპარტამენტი მზად არის მყიდველს შეუქმნას მაქსიმალური კომფორტი და დაუზარელად აუხსნას დაინტერესებულ პირს ყველა იურიდიული დეტალი.

 

არქიტექტორის მომსახურება

კომპანიის არქიტექტორული დეპარტამენტი არა მხოლოდ ქმნის უნიკალურ, თანამედროვე პრინციპების მატარებელ შენობა ნაგებობებს, არამედ ახალი მობინადრის სურვილისამებრ იღებს მონაწილეობას შეძენილი ფართის შიდა დაგეგმარებაშიც ადამიანის მოთხოვნილებების შესაბამისად.

 

ინტერიერის დიზაინერის მომსახურება

კომპანიის ინტერიერის დიზაინერები, მობინადრის სურვილის შემთხვავაში მზად არიან შექმნან ინდივიდუალური დიზაინი  ახალმოსახლის გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით. მათი რჩევების გათვალისწინებით, მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექმნებათ იცხოვრონ კონკრეტულად მათთვის, მათი იდენტობის გამომხატველი დიზაინით შექმნის ბინებში.

 

შიდა სარემონტო სამსახური

ახალ მოსახლეს თავის განკარგულების ქვეშ, სურვილის მიხედვით, შეუძლია იყოლიოს მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მუშა ჯგუფი, გამოცდილი ინჟინერის მეთაურობით, რომლებიც სასურველი დაგეგმარებისა და დიზაინის მიხედვით აწარმოებენ სარემონტო სამუშაოებს.

სიახლეები
ძიუდოს გუნდი არეა
2022 წლის 26 ნოემბერს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად ჩატარდა ევროპის ჩემპიონთა ლიგა (საკლუბო ჩემპიონატი) საქართველოში, გორში.
მეტის ნახვა
პარტნიორები
კონტაქტი
ზარის განხორციელება

მოთხოვნა მიღებულია

ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი მალე დაგიკავშირდებათ!

ლაივი